მუსა სისოკო: "ტანგაი ნდომბელე ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა"

16-08-2019, 03:07

ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველი, მუსა სისოკო, კლუბის ახალწვეულსა და მის თანამემამულეზე, ტანგაი ნდომბელზე საუბრობს:

"კარგად ვიცი თუ რას გრძნობს ფეხბურთელი, როდესაც ის სამშბოლოს ტოვებს და სრულიად უცხო გარემოში სათამაშოდ მიემგზავრება. ამ დროს პრობლემას ყველაფერი გიქმნის, ენის ბარიერი, კულტურის შეცვლა, ამინდი და სხვა მრავალი."

"სწორედ ამის გამო, პირველივე დღიდან ვცდილობ მას ზემოთ ხსენებული საკითხების დაძლევაში დავეხმარო, რის შედეგადაც ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ახლა ის ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა."

შეგახსენებთ, რომ ნდომბელე "ტოტეჰენმეში", "ოლიმპიკ ლიონიდან", 65 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით