"ლივერპულს" მეორე მეკარეც დაემტვრა

16-08-2019, 15:28

მერსისაიდულ "ლივერპულს" უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ალისონ ბეკერის ტრავმის შემდგომ "წითლებს" მეორე მეკარეც, ადრიანიც დაემტვრათ და პრემიერლიგის მომავალ ტურში სარეზერვო გუნდიდან მოუწევთ ფეხბურთელის აყვანა.

როგორც ცნობილია, სუპერთასის დამთავრების შემდგომ მინდორზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ვეტერან კიპერს ფეხზე დააბიჯა. ტრავმის მიზეზიც სწორედ ეს გახლდა.

დიდი ალბათობით, შაბათს, "საუთჰემპტონთან" დაპირისპირებაში მერსისაიდული გრანდის ღირსებას 35 წლის მეკარე, ენდი ლონერგან დაიცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით