მაგვაიერმა "სიტი" უარით გაისტუმრა

16-08-2019, 16:42

ჰარი მაგვაიერი ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველია. თუმცა, არსებობდა შანსი იმისა, რომ ის "იუნაიტედის" ნაცვლად მანჩესტერის სხვა კლუბში აღმოჩენილიყო.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველის შეძენას "სიტი" ცდილობდა, თუმცა, უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მაგვაიერს ყოველკვირეულ ანაზღაურებად 300'000 ევროს სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" მაგვაიერის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით