ჯეკო "რომაში" დარჩება

16-08-2019, 18:23

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" თავდამსხმელი, ედინ ჯეკო შესაძლოა კლუბში მინიმუმ კიდევ 1 წლით დარჩეს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, "ინტერის" აქტიურობის მიუხედავად, რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ 33 წლის ბოსნიელის გაყიდვა გადაიფიქრა და იგი გუნდში დარჩება.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში "რომას" მაისური 33-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო. მისი სატრანსფერო ღირებულება 33 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით