"ნაპოლიმ" ალანის ტრანსფერი დაბლოკა

16-08-2019, 20:33

ესპანურ მედიაში გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის, ალანის დამატება სურდა, თუმცა იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი დაბლოკა.

გავლენიანი გამოცემა ESPN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, მადრიდელები მზად იყვნენ 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაეხადათ. სიმეონე მას როდრის შემცვლელად განიხილავდა.

ალანი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან ნეაპოლური კლუბის მაისური 179-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით