იოზილი MLS-ში?

16-08-2019, 21:52

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალის" შემტევმა, მესუთ იოზილმა შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, 30 წლის გერმანელ ფეხბურთელს აშშ-ში ეპატიჟებიან - მისი დამატება DC United-ს სურს.

შეგახსენებთ, რომ ამავე კლუბში ასპარეზობს უეინ რუნი.

მესუთ იოზილმა "არსენალის" მაისური პირველად 2013 წელს მოირგო. მას შემდეგ, მან ლონდონური კლუბის ღირსება 231 შეხვედრაში დაიცვა, 43 გოლი გაიტანა და 74 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით