სუარესის ტრავმაზე პირველი ინფორმაცია გავრცელდა

16-08-2019, 23:46

დღეს გაიმართა ლა ლიგის გახსნითი მატჩი, რომელშიც ბილბაოს "ატლეტიკმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში "ბლაუგრანას" ლიდერმა, ლუის სუარესმა დაზიანება მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყი დაიზიანა და მის ნაცვლად მინდორზე რაფინია ალკანტარა შემოვიდა. პირველადი დაკვირვებით, ტრავმა საკმაოდძიმეა, თუმცა კლუბი ზუსტ ინფომაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" კიდევ ერთი ლიდერი, ლეო მესი გახლავთ ტრავმირებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით