ოფიციალურად: "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის ხმაურიანი გარიგება შედგა

17-08-2019, 02:22

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბს ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო შეუერთდა.

27 წლის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებში მომავალ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ამის შემდგომ კი გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში "ბაიერნს" კოუტინიოს სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინოო "ბარსელონას" ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით