პეპ გვარდიოლა: "რაჰიმ სტერლინგს სეზონში 30 გოლის გატანა შეუძლია"

17-08-2019, 03:12

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე, რაჰიმ სტერლინგზე საუბრობს:

"ვფიქრობ პრემიერ ლიგის გულშემატკივრებმა რაჰიმი და მისი შესაძლებლობები არაერთი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, უკვე კარგად გაიცნეს და მიხვდნენ, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშესთან აქვთ საქმე."

"გასულ სეზონში, მან 25 გოლის გატანა მოახერხა, ამიტომაც ვფიქრობ წინა შედეგის მინიმუმ 5-ით გაუმჯობესება, რაჰიმს მიმდინარე გათამაშებაში არ გაუჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 24 წლის შემტევმა, ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, ჰეტ-ტრიკი შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით