ფრენკ ლამპარდი: "ტემი აბრაჰამის ჩაგვრა სოციალურ მედიაში ? მსგავსი რამ სრულიად ამაზრზენია"

17-08-2019, 03:17

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელზე, ტემი აბრაჰამზე საუბრობს:

"დიახ, მან "UEFA-ს" სუპერ თასში გადამწყვეტი პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა, ამას ვერაფრით შევცვლით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი კანის ფერის გამო ჩაგვრის ან ბულინგის უფლება აქვს."

"უდიდესი ფეხბურთელებიც კი ვერ ახერხებენ მსგავსს მომენტებში თავის წარმოჩენას, ამიტომაც ვფიქრობ ასეთი რამ სოციალური მედიის მხრიდან, სრულიად ამაზრზენია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტიტულის მფლობელი, პენალტების სერიის შემდეგ (5:4), მერსესაიდული "ლივერპული" გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"რომასთან" მატჩის შემდეგ ქვილითაია კონფლიქტში ჩაება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით