ედინ ჯეკომ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

17-08-2019, 03:26

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "რომას" ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, მის გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის შემტევი, დედაქალაქელების რიგებში კიდევ მინიმუმ 3 წლით, ანუ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ჯეკოს კვირეული ანაზღაურება ამ პერიოდის განმავლობაში, 150 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით