იურგენ კლოპი: "ეს ყოვლად დაუშვებელია !"

17-08-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, "UEFA-ს" სუპერ თასის დროს მოედანზე გულშემატკივრის შევარდნის ინციდენტზე საუბრობს:

"რას ვფიქრობ "დაუპატიჟებელ ვიზიტებზე" ? ვის მოეწონება იმ ზრდასრული მამაკაცის ყურება, რომელიც სრულად გაშიშვლებული გაზონზე გამოდის და გარბის. ცუდად არ გამიგოთ, ჩვენი მაყურებელი ძალიან გვიყვარს, თუმცა ამ ინციდენტმა, ადრიანის ტრავმა განაპირობა."

"გულშემატკივარს მოულოდნელად ფეხი დაუცდა და ვარდნაში ესპანელ მეკარეს კოჭი დაუზიანა, ასეთი ინციდენტები ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა, რაც ყოვლად დაუშვებელია."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრიანმა შესაძლოა ამ ტრავმის გამო, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ასპარეზობა ვერ მოახერხოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით