გაირკვა: რა დროს გამოტოვებს ლუის სუარესი !

17-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, გაირკვა თუ რა დროს გამოტოვებს კატალონიის "ბარსელონას" ტრავმირებული ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის შემტევმა, მარჯვენა ფეხის ბარძაყი დაიზიანა, რაც ხშირ შემთხვევებში, 2 კვირიან რეაბილიტაციის პროცესს საჭიროებს.

ცნობების მიხედვით, დღეს სუარესი დამატებით სამედიცინო შემოწმებებს გაივლის, სადაც გამოჯანმრთელების დრო დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრა, პირველი მატჩი იყო 2014 წლის შემდეგ, რომლის დროსაც ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს, ორთაბრძოლის დატოვება, საწყისს 45 წუთში მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით