როჯერსი: "ლამპარდი იდეალურია"

17-08-2019, 08:22

"ლესტერის" თავკაცმა ბრენდან როჯერსიმ მედიის წარმომადგენლებთან კოლეგის, "ჩელსის" მთავარი მწრთვნელის ფრენსის ლამპარდის მოღვაწეობდა შეაფასა.

"ვფიქრობ, დანიშვნის დღიდან ფრენკი დიდებულად მუშაობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ეს გუნდი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა და პრემიერ ლიგაში მე–3 პოზიციაზე გავიდა".
 
"ამ მომენტში, "ჩელსისთვის" ფრენკ ლამპარდი იდეალური მწვრთნელია".

"მისმა სათამაშო სტილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წააგეს პირველი 2 შეხვედრა, მაგრამ შესანიშნავი დონე აჩვენეს".

"მოგეხსენებათ, ახლა "ჩელსის"სატრანსფერო აკრძალვა აქვს, რის გამოც ტრანსფერს ვერ ახორციელებს. ლამპარდმა გუნდის პოლიტიკას ალღო იდეალურად აუღო და გარისკა, როცა გადაწყვიტა, ენდოს ახალგაზრდებს, მაგრამ ვფიქრობ, მას გუნდში შედეგი მალე ექნება," – განაცხადა ბრენდან როჯერსმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით