გვარდიოლა: "მიმდინარე სეზონი პრემიერ ლიგაში ბევრად დაძაბული იქნება"

17-08-2019, 08:27

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწრთვნელმა პეპ გვარდიოლა მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს სეზონი ბევრად დაძაბული იქენბა, რადგან თასისთვის ბრძოლა უფრო მეტს გუნდს შეუძლია.

"ჩელსის" თამაშმა ჩემზე  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალია წააგეს, მაგრამ მომეწონა, როგორ ითამაშა ფრენკ ლამპარდის გუნდმა "მანჩესტერთან" და "ლივერპულთან".
 
"ასევე დავინახეთ, რამდენად ძლიერი იქნება მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი".

:არსენალმა ზაფხულში შესანიშნავი ფეხბურთელები იყიდა და ისინიც დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ", ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით