ადურისი ლეო მესის გაუთანამრდა

17-08-2019, 08:55

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის გახსნით მატჩში  ბილბაოს "ატლეტიკმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 89–ე წუთზე 38 წლის თავდამსხმელმა არიც ადურისმა გაიტანა.

ესპანელი შემტევი მოედანზე 88–ე წუთზე გამოვიდა და შედევრის შესაქმნელად წამები დასჭირდა.
 
ეს მოვლენა აღსანიშნავია იმდენად, რამდენადაც "ბარსელონას" კარში გატანილი გოლით არიც ადურისი კატალონიელთა თავდამსხმელ ლეო მესის მიღწევით გაუთანაბრდა, კერძოდ, ესპანელი წინახაზელი ზედიზედ მე–15 სეზონია ლა ლიგაში გატანას ახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით