რენატო სანჩესი: "წასვლა მინდა!"

17-08-2019, 14:42

მიუნხენის "ბაიერნის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა განაცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს.

"ფეხბურთი მოულოდნელობებითაა აღსავსე. არ ვიცი, რა მოხდება დარჩენილ პერიოდში."

"მე მინდა წასვლა და ეს კლუბმაც იცის, მაგრამ არ მიშვებენ. იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება." - აცხადებს სანჩესი.

შეგახსენებთ, რომ რენატომ გუშინ "ჰერტასთან" შეხვედრაში სულ 5 წუთი ითამაშა. მატჩის შემდგომ კი ბავარიულმა კლუბმა კიდევ ერთი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი დაადასტურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით