რა ურთიერთობა აქვთ "რეალის" ვარსკვლავსა და მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მსახიობს ?!

18-08-2019, 03:58

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sun Football" იუწყება, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მაროკოელ ვარსკვლავსა და მარჯვენა მცველს, აშრაფ ჰაკიმის, რომელიც ჯერ-ჯერობით იჯარით "დორტმუნდის ბორუსიაში" იმყოფება, ახალი მეწყვილე ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელი ამჟამად ურთიერთობაში, მასზე 12 წლით უფროსს ესპანელ მსახიობთან, ჰიბა აბოუკთან ერთად იმყოფება.

ცნობების მიხედვით, წყვილი გასულ წელს, ერთად ყოფნის გასაჯაროვების შემდეგ, ახლა მალე დანიშვნას და ქორწინებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აბოუკი მედიაში, ხშირად განიხილება როგორც მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალი მსახიობი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით