მაურისიო პოჩეტინო: "კიდევ ერთი უტიტულო სეზონი, ჩემთვის წარუმატებლობა იქნება"

18-08-2019, 04:10

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გამოგვივიდა, სადაც ორივე გუნდმა დამსახურებული ქულა მიიღო. ჩვენ ამ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგანაც მიმდინარე სეზონში უკვე განსხვავებული მიზნები გვაქვს."

"თუ წლევანდელ გათამაშებას, გარკვეული მიღწევების მიუხედავად, კვლავაც უტიტულოდ დავასრულებთ, მაშინ ვფიქრობ ეს სრული წარუმატებლობა იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით