ფრენკ ლამპარდი: "ჟორჟინიოს მოწოდება "ჩელსის" თითოეულ მოთამაშეს აუმჯობესებს"

18-08-2019, 11:35

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, გუნდის იტალიელ ნახევარმცველზე, ჟორჟინიოზე საუბრობს:

"ჟორჟინიოს თითოეულ სავარჯიშო სესიაზე ეტყობა სურვილი იმისა, რომ კრიტიკოსებს, რომლებიც მას გასულ სეზონში, გარკვეული მოვლენების გამო მოსვენებას არ აძლევდნენ, საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს."

"მისი მოწოდებით გაოცებული ვარ და ამ ყველაფერთან ერთად, ეს მოტივაცია, "ჩელსის" სხვა მოთამაშეებსაც აუმჯობესებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 18 აგვისტოსს, თბილისის დროით 19:30 წუთზე, "ლესტერს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით