პეპ გვარდიოლა: "ვიდეო რეფერი პენალტის დროს შესვენებაზე იყო გასული და ყავას მიირთმევდა"

18-08-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"დიახ, მე-3 გოლის გაუქმებისას დამხმარე არბიტრები სწორედ მოიქცნენ, მაგრამ სად იყვნენ ვიდეო რეფერის ყუთში მსხდარი მსაჯები, როდესაც პირველ ტაიმში "ტოტენჰემის" საჯარიმოში პენალტი უნდა დაენიშნათ, სავარაუდოდ შესვებაზე გავიდნენ და ყავა მიირთვეს."

"ამასთან ერთად, რატომ არ გააუქმეს მათ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ფერნანდო ლორენტეს მიერ ხელით გატანილი გოლი ? ეს ხომ ორმაგი სტანდარტებია."

"მაგრამ რას ვიზამთ ეს ფეხბურთია, მიუხედავად შედეგისა, ვფიქრობ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი გვქონდა, თანაც ევროპის მე-2 საუკეთესო კლუბთან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით