"პარი სენ-ჟერმენის" საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია, ნეიმარის მომავალი გაირკვა

18-08-2019, 22:17

როგორც ჩანს, "პსჟმ" ნეიმარ ჯუნიორის გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა ბრაზილიელი ფეხბურთელი იჯარით გაუშვას. ამის შემდგომ კი კლუბს, რომელსაც მისი დამატების სურვილი ექნება, 200 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მხოლოდ ორი მსურველი ჰყავს, მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" სახით.

როგორც ცნობილია, ორივე კლუბს ამჟამად საკმარისი ფინანსური სახსრები არ აქვთ, რათა ნეიმარის შეძენა მოახერხონ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "პსჟმ" 27 წლის ბრაზილიელის იჯარით გაშვება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით