დენაიერმა პასების რეკორდი დაამყარა

18-08-2019, 22:54

პარასკევს ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლიონმა" "ანჟეს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

ორმაგად წარმატებული გამოდგა ეს შეხვედრა "ოლიმპიკის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ჯეისონ დენაიერისთვის.

24 წლის ფეხბურთელმა თამაშის მიმდინარეობისას 114 ცდიდან 114 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რითაც რეკორდი დაამყარა.

მას შემდგომ, რაც მსგავსი სტატისტიკის დათვლა დაიწყეს (2006 წლიდან), 100%-იანი შედეგით მსგავსი რაოდენობის პასი ტოპ 5 ჩემპიონატში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით