ოფიციალურად: "ბაიერნმა" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა

18-08-2019, 23:13

ფილიპე კოუტინიოს დამატების შემდგომ მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

"რეკორდმაისტერის" რიგებს გლადბახის "ბორუსიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მაიკლ კუისენსი შეუერთდა.

20 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლება. თუმცა, მან გასულ სეზონში "გლადბახში" მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და საბოლოოდ, კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

"ბაიერნმა" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელმა კი კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით