პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი" ლამაზი ფეხბურთის სტანდარტებს აწესებს"

19-08-2019, 03:07

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა რთულია საკუთარ მოთამაშეებთან ასეთი მატჩის შემდეგ შედეგებზე ლაპარაკი, რადგანაც მათ ბოლომდე იბრძოლეს, 3 ქულისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვეს."

"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ როგორც უკანასკნელ ორთაბრძოლაში, ასევე ბოლო სეზონების განმავლობაში, "სიტი" ლამაზი ფეხბურთის სტანდარტებს აწესებს და ეს, ნებისმიერი სახის ტიტულზე მეტი მიღწევაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით