ტემი აბრაჰამი: "პოზიციტურობას არასდროს ვკარგავ"

19-08-2019, 03:21

ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი თავდამსხმელი, ტემი აბრაჰამი, მის მომავალზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა რთულია მედიის მხრიდან ასეთ ქარცეცხლში გატარების შემდეგ, საფეხბურთო მოედანზე გამოსვლის სურვილიც კი გქონდეს, მაგრამ უმეტესობისგან განსხვავებით, პოზიტიურობას არასდროს ვკარგავ."

"დარწმუნებული ვარ მიმდინარე სეზონში, თითოეული კრიტიკოსისთვის მოვახერხებ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის მიერ "UEFA-ს" სუპერ თასზე აცილებულ პენალტს, სოციალურ მედიაში არაერთი რასისტული და დამცინავი პოსტი მოჰყვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით