მადრიდის "რეალი" კრისტიან ერიქსენს მიუბრუნდა !

19-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის გადაბირებას, კიდევ ერთხელ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის მხრიდან 27 წლის ფეხბურთელის შეძენის ინტერესის გაღვივება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შუახაზელის, პოლ პოგბას ტრანსფერის "ოპერაციის" წარუმატებლად დასრულებამ განაპირობა.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" მზადაა ერიქსენის სანაცვლოდ, 75 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებტ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვა ამასთან ერთად, მილანის "ინტერს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით