"პსჟ-მ" ნეიმარის ტრანსფერისთვის მადრიდის "რეალს" ულტიმატუმი წაუყენა !

19-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა", მადრიდის "რეალს", ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერისთვის ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყატარული მფლობელობის გუნდმა, ესპანური გრანდისგან, ძირითადი 11-ეულის 2 მოთამაშე და ამასთან ერთად, 50 მილიონი ევრო მოითხოვა.

ცნობების მიხედვით, "პსჟ-ს" სასურველი ფეხბურთელების სიის სათავეში, ვინიციუს ჟუნიორი და გარეთ ბეილი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის თავდამსხმელის შეძენით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით