ტუხელი: "ნეიმარი ვერსად წავა"

19-08-2019, 15:51

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, 18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა"  "რენის" წინააღმდეგ მოულოდნელი მარცხი იწვნია. 


აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობ ისევ არ მიუღია ბრაზილიელ ნეიმარს.

ამასთან დაკავშირებით მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტომას ტუჰელმა ისაუბრა.

"ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ, ეს უბრალოდ გამორიცხულია. სიტუაცია ყველასათვის ნათელია, თუ ის დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელი, რომელიც მოგებაში დაგვეხმარება".

"მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათ დღეზე მეტია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მნიშვნელობა არ აქვს თუ მე რას ვფიქრობ, გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს", – განაცხადა პარიზული კლუბის თავკაცმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით