"რეალის" მეგა გადაწყვეტილება ნეიმართან დაკავშირებით

19-08-2019, 19:30

მადრიდის "რეალმა" ნეიმარ ჯუნიორის შეძენას უკანასკნელად შეეცდება.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ბრაზილიელი გარემარბის თაობაზე საბოლოო შეთავაზება გააკეთეს.

წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, პარიზულ კლუბს ეს არ აკმაყოფილებს.

როგორც ცნობილია, "პსჟ" ტრანსფერში ქარიმ ბენზემას ან რაფაელ ვარანის ჩართვას ითხოვს, ამაზე კი უარს "რეალი" აცხადებს. დიდი ალბათობით, თუ ფრანგები ზემოხსენებულ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, მაშინ ტრანსფერი ჩაიშლება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით