ბაკაიოკოს დამატება "პსჟს" და "მონაკოს" სურთ

19-08-2019, 19:51

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ჩამშლელი, ტიმო ბაკაიოკო, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

ბრიტანული გამოცემა Daily Express-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის დამატება "პსჟსა" და "მონაკოს" სურთ.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. ორივე ფრანგული გუნდი თანხის გადასახდელად მზადაა, ჯერი კი თავად ბაკაიოკოზეა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი "ჩელსის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გასული სეზონი კი მან იჯარის წესით "მილანში" გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით