"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ წავიდა ნეიმარი "რეალში"

19-08-2019, 22:43

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მარსელო ტეიშეირამ შორეული 2006 წელი და ნეიმარის "რეალში" შესაძლო ტრანსფერი გაიხსენა.

"მახსოვს, 2006 წელი იყო და ნეიმარი საოცრად მოხიბლული იყო გალაქტიკოსით. მას სურდა, რომ მადრიდში წასულიყო."

"თუმცა, მე შევხვდი მამამისს და ვუთხარი, რომ მილიონს გადავუხდიდი, თუ მისი შვილი "სანტოსში" დარჩებოდა. მას ბევრი არ უფიქრია და მალევე დაგვთანხმდა."

"ყველას ეგონა, რომ გავგიჟდი, რადგან 14 წლის ბიჭის დასატოვებლად მე ამხელა თანხას ვიხდიდი. თუმცა, ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ ის სასწაული ფეხბურთელი გახდებოდა." - აცხადებს ტეიშეირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით