სარის პნევმონია დაუდგინდა

19-08-2019, 22:51

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის პნევმონია დაუდგინდა.

60 წლის სპეციალისტი გასული უიქენდის დროს თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მოუწია. გამოკვლევების შედეგად კი ხსენებული დაავადება დაუდგინდა.

როგორც "ბებერი სინიორას" ოფიციალურ განცხადებაში წერია, იტალიელი სპეციალისტი მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში დარჩება, თუმცა, გაურკვეველია რა ვადით.

უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ სარი სერია ა-ს გახსნით ტურში "პარმასთან" თავის გუნდთან ერთად არ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით