კატალონიის "ბარსელონამ" ნეიმარის გადასაბირებლად ახალი გეგმა შეიმუშავა !

20-08-2019, 04:05

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის გადასაბირებლად ახალი გეგმა შეიმუშავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურ გრანდს, 27 წლის შემტევის ტრანსფერისთვის საჭირო ფინანსები ამჟამად არ გააჩნია, ამიტომაც მისი მთავარი მიზანი, ნეიმარის იჯარით შესყიდვა იქნება.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" ყატარული მფლობელობის კლუბს, 1 წლიანი საიჯარო პერიოდის შემდეგ, ნეიმარის სანაცვლოდ 125 მილიონ ევროსა და გაცვლის სახით ივან რაკიტიჩს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის ყიდვით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით