"არსენალმა" შკოდრან მუსტაფი "რომას" შესთავაზა

20-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა, გერმანელი ცენტრალური მცველის, შკოდრან მუსტაფის გუნდიდან "მოცილების" საქმეს შეუდგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მეთოფეებმა" 27 წლის ფეხბურთელი 1 წლიანი იჯარით, იტალიურ "რომას" შესთავაზეს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად, დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

ცნობების მიხედვით, მუსტაფი წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, დედაქალაქელთა რიგებს 23 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, სრული კონტრაქტით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "რეალ ბეტისია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით