კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტის" დატოვებს !

20-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" ჩილელი გოლკიპერი, კლაუდიო ბრავო, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის დატოვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის ფეხბურთელს, მომდევნო წლის მაისში "სიტისთან" გაფორმებული კონტრაქტი ეწურება, რომელსაც ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი, ჯერაც არ გამოუხატავას.

ცნობების მიხედვით, ამ მიზეზით ბრავო კლუბს უფასოდ დაემშვიდობება და სავარაუდოდ, სამშობლოში საასპარეზოდ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კარის დარაჯი, "ქალაქელთა" რიგებში, 2016 წლის ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს, კატალონიის "ბარსელონადან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით