"ბარსელონას" ქომაგებისთვის საშინლად სამწუხარო სიახლე დადასტურდა

20-08-2019, 17:04

ლუის სუარესისა და ლეო მესის შემდგომ კატალონიის "ბარსელონას" კიდევ ერთი ლიდერი დაემტვრა.

სუბარია ახალგაზრდა ფრანგ შემტევზე, ოსმან დემბელეზე, რომელმაც დაზიანება პარასკევს, ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრაში მიიღო.

როგორც ცნობილია, 22 წლის ვინგერს ბარძაყის პრობლემა აქვს, რის გამოც ფეხბურთელი მომავალი 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.

შეგახსენებთ, რომ დებლესთვის ეს რიგით მეათე ტრავმაა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ. რის გამოც, მან 120 შეხვედრიდან თითქმის ნახევარი გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით