ფანტასტიკურად კარგი სიახლე "რეალის" ქომაგებისთვის

20-08-2019, 17:19

დღეს მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ედენ აზარის აღდგენითი პროცედურა ძალიან კარგად წარიმართა და ის შესაძლოა ვადაზე ადრე დაბრუნდეს.

ტრავმის მიღების შემდგომ ვარაუდობდნენ, რომ ბელგიელი გარემარბი 1 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებოდა მწვანე მინდორს. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, იგი 1 სექტემბრისთვის მზად იქნება.

ლა ლიგის მე-3 ტურში "სამეფო კლუბი" "ვილიარეალს" ესტუმრება და და დიდი ალბათობით, აზარის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით