კლოპი: "ლივერპული კოუტინიოს დაბრუნებას არ აპირებდა"

20-08-2019, 17:26

მას შემდგომ, რაც ფილიპე კოუტინიომ კატალონიის "ბარსელონა" დატოვა, გაჩნდა ჭორები, რომ მის დამატებას მერსისაიდული "ლივერპულიც" ცდილობდა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ეს ჭორები ძალიან უცნაურად ჟღერს, რადგან ჩვენ მისი შეძენა არ შეგვიძლია. კოუტინიოს გაყიდვიდან აღებული ფული უკვე მთლიანად დავხარჯეთ."

"ვფიქრობ, "ბაიერნმა" მისი დამატებით შესანიშნავი ტრანსფერი გააკეთა. კოუტინიო იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა." - აცხადებს კლოპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით