რობენი: "გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია"

20-08-2019, 20:42

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა გარემარბმა, არიენ რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

"ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, მე გვარდიოლას გამოვყოფდი. მასთან მუშაობით უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობდი."

"როდესაც პეპი გუნდში მოვიდა, მე 30 წლის ვიყავი. ასეთ ასაკში ფეხბურთელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ფორმა. მან კი მე უკეთესი გამხადა."

"პეპი ისეთ პოზიციაზე მათამაშებდა, სადაც მანამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს. ის უდაოდ საუკეთესოა." - აცხადებს რობენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით