დავიდ ზაპაკოსტა "რომას" უახლოვდება !

21-08-2019, 11:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" იტალიელი მარჯვენა მცველი, დავიდე ზაპაკოსტა, მალე სამშობლოში დაბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტორინოს" 27 წლის ყოფილი ფეხბურთელი, "რომას" რიგებში ტრანსფერს უახლოვდება.

ცნობების მიხედვით, ინგლისური და იტალიური მხარეების მიერ სატრანსფერო ღირებულებაზე შეჯერების შემდეგ, ზაპაკოსტა დედაქალაქელთა ბაზაზე გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მცველი "არისტოკრატთა" რიგებს, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით