"დორტმუნდმა" ჯეიდონ სანჩოს ანაზღაურება გაუზარდა !

21-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიამ", ახალგაზრდა ინგლისელ თავდამსხმელთან, ჯეიდონ სანჩოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე წარმატებით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელთა მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება, 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის კვირეული ანაზღაურების გაორმაგებას ითვალისწინებს.

ცნობების მიხედვით, ამასთან ერთად გაიზარდა სანჩოს გამოსასყიდი თანხაც, რომელიც ახლა უკვე 175 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით