ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერი თითქმის დასრულებულია

21-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, მილანის "ინტერში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის შემტევი იტალიურ კლუბში, ჯერ 1 წლიანი იჯარით გადაბარგდება, სადაც წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, უკვე სრულ კონტრაქტს დაიმსახურებს.

ცნობების მიხედვით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა, "იუნაიტედის" მხრიდან სანჩესის კვირეული ანაზღაურების 50% გადახდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით