მარიანო იტალიურ გრანდს უახლოვდება

21-08-2019, 09:18

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" ტეო ერნანდესის უკვე განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ მადრიდის "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანელები" აქტიურად ეცდებიან, "სამეფო კლუბის" რიგებიდან მარიანო დიასი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, იტალიური კლუბი უახლოეს პერიოდში მიმართავს "რეალს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მარიანო დიასის ამჟამინდელი სტრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით