"ბარსას" ლეგენდამ ხარაიშვილი შეაქო

21-08-2019, 23:42

კვირას შვედეთის ალსვენსკანის მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ჰელსინბორგმა" "გიოტერბორგს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, "სელტიკის", "ბარსელონასა" და შვედეთის ეროვნული გუნდის ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გიორგი ხარაიშვილი შეაქო.

"ვფიქრობ, გიორგის დიდი მომავალი აქვს. ჩემს მცველებს დავავალე, რომ მაქსიმალურად ყურადღებით ეთამაშათ მასთან და სივრცეები არ მიეცათ, თუმცა, ეს არ გამოუვიდა."

"პირველი გოლის დროს შეცდომა დავუშვით. ხარაიშვილმა კარგად დაინახა მეტოქის მოძრაობა და გადაცემაც შესაბამისად შეასრულა." - აცხადებს ლარსონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით