ოფიციალურად: დენიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორის" ფეხბურთელია !

22-08-2019, 15:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, დენიელ სტარიჯმა, ახალი სამყოფელი საბოლოოდ იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის შემტევი ამიერიდან უკვე თურქული "ტრაბზონსპორის" მაისურით იასპარეზებს, სადაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ცნობების მიხედვით, 3 წლიანი კონტრაქტის განმავლობაში სტარიჯის კვირეული ანაზღაურება, 150 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "აინტრახტ ფრანკფურტი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით