მუსა სისოკო: "უსმან დემბელეს გადაბირება ევროპის არაერთ გრანდს სურს, თუმცა ის "ბარსელონას" დატოვებას არ განიხილავს"

22-08-2019, 16:42

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო, მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს:

"ცხადია როდესაც ასეთი დონისა და ნიჭის მქონე ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, მისი გადაბირებით არაერთი კონკურენტი ევროპული გრანდი იქნება დაინტერესებული."

"მიუხედავად ამისა, დემბელეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ის ესპანეთში ბედნიერია და "ბარსელონას" დატოვებას არ განიხილავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 22 წლის შემტევი კიდევ ერთი ტრავმის გამო, 4-5 კვირას გამოტოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით