"მანჩესტერ იუნაიტედს, "ინტერთან" ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობების შეცვლა სურს

22-08-2019, 18:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", მილანის "ინტერთან", ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ინგლისური გრანდის პრეზიდენტმა, ედ ვუდვორდმა, პირობების შეცვლა მოინდომა.

ცნობების მიხედვით, მანჩესტერულმა კლუბმა, 30 წლის შემტევის კვირეული ანაზღაურებს 50%-ის გადახდაზე უარი განაცხადა და ამასთან ერთად, სრულად შესყიდვისთვის საჭირო (ამჟამად 14 მილიონი ევრო) თანხის გაზრდა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით