"ბარსელონამ" ნეიმარ ჟუნიორის ალტერნატივა მონახა !

22-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერის ჩაშლის მიუხედავად, გუნდის გაძლიერების საქმეს არ წყვეტს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ვარსკვლავის, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას გადაბირებას ეცდება.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" მზადაა 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით