ჟერომ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს !

22-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიენრის" გერმანელი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, გუნდის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელს მომდევნო სეზონში კონტრაქტი ეწურება, ხოლო ბავარიულ გრანდს, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი, ჯერაც არ გამოუხატავს.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" მზადაა ბოატენგი იმ შემთხვევაში გაასხვისოს, თუ მის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ანდალუსიური "სევილიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით